თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს და დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. გაიოზ თალაკვაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსულობების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
დღესვე სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ამავე კომისიის წევრი გიორგი ახვლედიანი აირჩიეს.