თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 119 მილიონ 917 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 1 49 614,5 ათასი ლარით მეტია.
დღესვე სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებიც გააცნო.
მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა 42 204,9 ათასი ლარით იზრდება და 1 270 531, 8 ათასს ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვა მოისმინეს.
კომისიის წევრებმა შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის’’ მიერ დაარსებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო მასალების თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის’’ ადმინისტრაციას, ხოლო შემოწმების დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს გადაეგზავნება.