თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს. როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 350,0 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათასი ლარს შეადგენს.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
წარმოდგენილი მასალების თანახმად, საკრებულოს აპარატის მუშაობა, ძირითადად, დადებითად შეფასდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესაბამისმა სამსახურმა უკვე გაითვალისწინა.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე და მისი მოადგილე ელენე კაპანაძე ესწრებოდნენ.