თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2021 წლის 6 თვის (01.01.2021-01.07.2021წწ) მუშაობის ანგარიშის განხილვა წარმოადგენდა.
კომისიის წევრებმა სარევიზიო კომისიის მიერ დამტკიცებული 2021 წლის გეგმის მიხედვით გაწეული საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შემოწმებას, დასკვნების შედგენასა და რეკომენდაციების გაცემას მოიცავდა.
ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, სარევიზიო კომისია სამუშაო გეგმის შესაბამისად მუშაობს.
ორგანიზაციების შემოწმება-ანალიზის დასკვნიდან გამომდინარე, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ორგანიზაციებზე კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2021 წელის 6 თვის მუშაობის ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სხდომაზე გასატანად გადაეგზავნება.