თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და „თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N71-134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა - აფხაზეთი #1- ის მიერ, 2018 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. ასევე იმსჯელეს თბილისის მერიის ი.სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის მიერ, 2018 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა მოისმინეს თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლის მიერ, 2018 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების ანგარიში და თბილისის მერიის ალექსანდრე მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განიხილეს.
საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ კომისიის წევრებს წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის როგორც სკოლების ხელმძღვანელობას ასევე დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს გადაეგზავნება.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს.
საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომას თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლები და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.