თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“-ს მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
დღევანდელ სხდომაზევე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, ფინანსური აუდიტის ანგარიში განიხილეს, რის შემდეგაც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ დეპუტატებს საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.