თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს. სხდომაზე ააიპ ''ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“-ს მიერ, დაარსების დღიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე იმსჯელეს.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კომისიის წევრებს, საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო და აღნიშნა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შემოწმებულ სამსახურის ხელმძღვანელობას გადაეგზავნება.