თბილისის საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარის“ მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისა და სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. საკითხი დეპუტატებს ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარის“ სარევიზიო შემმოწმებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა გააცნო.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კომისიის წევრებს, საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო და განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შემოწმებულ ორგანიზაციას გადაეგზავნება. ამასთან ერთად, კომისიის თავმჯდომარე თბილისის მერს ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარის“ კომუნალური ხარჯების კომერციული გადასახადების გადახედვასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო წერილით მიმართავს.