თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ,,თბილისის 25-ე მოზრდილთა პოლიკლინიკის“ მიერ სამი წლის განმავლობაში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
სხდომაზე სარევიზიო კომისიამ 2020 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. კომისიის წევრებმა ამა წლის სამუშაო გეგმაში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.