თბილისის საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კომისიის წევრებს საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო და განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისი მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდა.