თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში განსახორცილებელი ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს და ამასთან, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა 2017 წლის 1 ივნისიდან - 2019 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ვაკის, მთაწმინდის, გლდანისა და ჩუღურეთის რაიონების გამგეობების მიერ გაწეულ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებთან ერთად, თბილისის №72-ე საბავშვო ბაგა-ბაღის 2-წლიანი მუშაობის პერიოდიც შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაცია გასცეს.
დღესვე დეპუტატები კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმაში შესატან ცვლილებებზეც შეჯერდნენ.