თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სარევიზიო კომისიის სხდომას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და მისი მოადგილე ციალა ჯელაძე ესწრებოდნენ.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებაც იმსჯელეს. სხდომას მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და მისი მოადგილეები ვიქტორ წილოსანი და ნინო მაღრაძე ესწრებოდნენ.
წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.