თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ახვლედიანი უძღვებოდა.
სხდომაზე ააიპ „ეროვნული სკრინინგ-ცენტრი“-ს მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო დასკვნა განიხილეს.
როგორც გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ააიპ „ეროვნული სკრინინგ-ცენტრი“-ს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.