თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე "თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის“ მიერ 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების დასკვნის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომას "თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის" დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი ესწრებოდა.
გარდა ამისა, სხდომაზე თბილისის N 51-ე და N 79 -ე საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ, 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების დასკვნის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე აღნიშნული ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.