თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე შპს “თბილისის განვითარების ფონდი“-ს მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომას “თბილისის განვითარების ფონდი“-ს უფროსი გიორგი ბაიდარაშვილი და ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე ასევე განიხილეს საკითხი ააიპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“-ს მიერ დაარსების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ. რის შემდეგ ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების უფროსს კახა აბულაძეს მოუსმინეს.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ა (ა)იპ თბილისის N 112 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება - ანალიზის შესახებ.
წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.