თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა მერიის ადმინისტრაციის მიერ 2016 წლის 1აგვისტოდან 2018წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის და შპს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2018წლის 1ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს ვალერი ჭიღლაძეს და შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილეს დავით ჯალაღონიას მოუსმინეს. კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა. კომისიის წევრებმა სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირეს.
დღესვე, კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2018 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიურ ანგარიშზე იმსჯელეს.