თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება -ანალიზის დასკვნა მოისმინეს.
განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ ანგარიშზე ახსნა-განმარტებები ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ გააკეთა, მანვე კომისიის წევრების დამატებით კითხვებს უპასუხა.
სარევიზიო კომისიის სხდომის ბოლოს, კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა. კომისიის წევრებმა სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირეს.