თბილისის საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, დედაქალაქში მოქმედი სამი საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ, 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება - ანალიზის დასკვნები განიხილეს. სარევიზიო შემოწმება N 205-ე, N 117-ე და N 153-ე ბაგა-ბაღებს შეეხო.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2017 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში მოისმინეს.
დღესვე, დასკვნების განხილვის შემდეგ, კომისიის წევრების კითხვებს თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებმა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ უპასუხეს.
სარევიზიო კომისიის სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.