თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა, ასევე იმსჯელეს ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრსა“ და ქვემო ფონიჭალაში მიმდინარე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე.
დღესვე სარევიზიო კომისიის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ მიაწოდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომის დასასრულს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ.