თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
პირველი საკითხი რომელზეც კომისიის წევრებმა იმსჯელეს დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას ეხებოდა.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის და 2017 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წელსა და 2017 წლის 1 ივნისამდე გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.