თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიას“ მიერ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წელსა და 2017 წლის 1 ივნისამდე გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა.
კომისიის წევრებმა ასევე თბილისის სამი რაიონის - ვაკის, მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონების გამგეობების მიერ 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა გამართეს.
კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.