თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური მიერ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 აპრილამდე, ასევე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
დეპუტეტებმა დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2014 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრის და მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ჰერმესის“ მიერ 2015, 2016 და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2017 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს და ააიპ „პანტომიმის სახელმწიფო თეატრის“ მიერ 2015 და 2016 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.