თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური მიერ 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 აპრილამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა შედგა. დრესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ჰერმესის“ მიერ 2015, 2016 და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განიხილეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული საქმიანობისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2014 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ 2016 წლის 04 იანვრიდან და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში და ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარის“ მიერ დაარსების დღიდან 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება- ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ მიერ 2015, 2016 და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში და ააიპ „მუნიციპალური განვითარების სააგენტოს“ მიერ დაარსების დღიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ასევე ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ მიერ 2016 წლის და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება - ანალიზის დასკვნებზე სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე იმსჯელეს.