თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
სხდომაზე .ააიპ „მუნიციპალური განვითარების სააგენტოს“ მიერ დაარსების დღიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა.
დღესვე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ 2016 წლის 04 იანვრიდან და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში და ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარის“ მიერ დაარსების დღიდან 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა მოხდა.
ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს ააიპ „პანტომიმის სახელმწიფო თეატრის“ მიერ 2015 და 2016 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები.
დეპუტატებმა სხდომაზე აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ მიერ 2015, 2016 და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში და ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ მიერ 2016 წლის და 2017 წლის 01 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.