თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ქონების მართვის სააგენტო”-ს მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა გაიმართა.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ 2014, 2015 წლებში და 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.