თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ 2013, 2014, 2015 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ფარგლებში 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 23 სექტემბრამდე კულტურის კუთხით განხორციელებული საქმიანობისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 23 სექტემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
სხდომაზე ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა მოხდა, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
სარევიზიო კომისიის სხდომას ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა.