თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა თბილისის ხუთი რაიონის გამგეობის (ვაკის, კრწანისის, დიდუბის, ნაძალადევის, მთაწმინდის) მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) განიხილეს.
დღესვე კომისიის წევრებმა ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს მიერ 2013, 2014 დად 2015 წლების პერიოდში გაწეულ საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნებზე იმსჯელეს.