თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს მიერ 2013, 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) განიხილეს და ააიპ “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი“-ს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილისის 25-ე მოზრდილთა პოლიკლინიკა“ - სა და ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“-ს მიერ 2013; 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის თაობაზე იმსჯელეს.
ამავე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ააიპ “თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი”-ს მიერ 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების შესახებაც იმსჯელეს და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასკვნები განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ - ს მიერ დაარსების დღიდან 2016 წლამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.