თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სამუშაო გეგმის თანახმად ჩატარებული სარევიზიო შემოწმების შედეგებზე იმსჯელეს.
პირველი საკითხი , რომელიც სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს სარევიზიო კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის ინიცირებას ეხებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ს „უძრავი ქონება თბილისი “ მიერ 2010 წლის 01 თებერვლიდან - 2015 წლის 01 დეკემბრამდე გაწეული საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა მოხდა.
დღესვე კომისიამ ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“-ს მიერ დაარსების დღიდან - 2015 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითრების ცენტრი“-ს შენიშვნები განიხილა.
საკრებულოს წევრებმა ასევე დეტალურად იმსჯელეს თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ -ს მიერ 2014 - 2015 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ -ს შენიშვნები განხილეს.
სხდომის დასასრულს დეპუტატებმა თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილისის N3 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი“ -სა და სსიპ „თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრი“-ს მიერ 2014 და 2015 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები და დასკვნები განიხილეს.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის ინფორმაციით, სარევიზიო შემოწმების შედეგად წარმოდგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნებათ.