თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა საბურთალოსა და სამგორის რაიონული გამგეობების მიერ 2014 წლის 01 მარტიდან - 2015 წლის 01 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
დღესვე, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ 2013, 2014 და 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა შედგა.
დეპუტატებმა ასევე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ - ს მიერ დაარსებიდან - 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) განიხილეს და შპს „თბილისის პარკები“ - ს მიერ 2013, 2014 და 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) თაობაზე იმსჯელეს.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა სარევიზიო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის 10 თვიანი შემაჯამებელი დოკუმენტი განიხილეს.