თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, 2016 წლის 1 მაისიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. კომისიის წევრებმა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილსაც მოუსმინეს.
დღესვე, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“-ს მიერ, 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომას „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“-ს უფროსი ვახტან ლომჯარია და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამავე სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება - ანალიზის შესახებაც იმსჯელეს.
წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.