თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №51-104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
მომხსენებელმა თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტის დამახასიათებელ ძირითადი ნიშნებზე ისაუბრა და იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა მიმართ, მოძიებული რესურსებისა და ნაშთის გამოყენების გათვალისწინებით ასიგნებები გადანაწილდა.
საბიუჯეტო ცვლილებებზე მსჯელობის შემდეგ სხდომა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. დეპუტატებს შესაბამისი საკითხები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გააცნეს.
გაერთიანებულ სხდომას თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს და თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებლებს მოუსმინეს.
გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.