თბილისის საკრებულოში სარევიზიო, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის N70 და N34 საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციას, ხოლო შემოწმების დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.
გაერთიანებულ სხდომას კომისიის წევრებთან ერთად შესაბამისი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.