თბილისის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. საკრებულოს სარევიზიო და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებულ სხდომას, კომისიების თავმჯდომარეები ლევან ჯაფარიძე და თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოს წლიური ანგარიში მოისმინეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა , „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საკითხი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე, დედაქალაქში, კულტურის სფეროში არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და მათ შორის, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მუზეუმებსა და სახელოვნებო წრეებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი დეპუტატებს მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სულაძემ წარუდგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.