თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე, თბილისის რაიონების გამგებლებს და დედაქალაქის რაიონებში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც ლევან ჯაფარიძის ინიციატივით გაიმართა, სამომავლოდ, სარევიზიო კომისიის მიერ სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შედგა.
როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, რეკომენდაციების შემუშავების საჭიროება, კომისიის მიერ ჩატარებულმა სარევიზიო შემოწმებებმა და იქ დაფიქსირებულმა შენიშვნებმა წარმოშვა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, თავის მხრივ, წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ საკუთარი ხედვები ჩამოაყალიბეს და მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მუშაობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი ესწრებოდა.