თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, თბილისის საკრებულოში სტაჟირების დამადასტურებელი სიგელები გადასცეს. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სამდივნოში მიმდინარე წელს სტაჟირება ხუთმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, სტუდენტები შემმოწმებელ ჯგუფებთან ერთად, სტაჟირების პერიოდში კომისიის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„სტუდენტებმა სარევიზიო შემმოწმებელ ჯგუფებთან ჩართულობით, 6 თვიანი კურსი წარმატებით გაიარეს და პრაქტიკულ საქმიანობაში კარგი უნარ-ჩვევები გამოავლინეს. საკრებულო გამოთქვამს მზაობას ხელი შეუწყოს ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში მათ შემდგომ დასაქმებას“- განაცხადა რიმა ბერაძემ.