თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განიხილეს. საკითხი დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
დღესვე სარევიზიო კომისიის სხდომაზე, ,,თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხზე იმსჯელეს და ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“-ს მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
კომისიის სხდომას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკითხების განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ, კომისიას, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა.