თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
დღესვე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრებმა ამავე კომისიის 2022 წლის 6 თვის მუშაობა შეაჯამეს.
სარევიზიო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაციები მისცეს.