30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 296 420,1 ათასი ლარით და 2 506 978,3 ათას ლარს შეადგენს.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ისაუბრა.
დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობის, პირდაპირი განკარგვის, გაცვლითი ფორმით და სარგებლობის უფლებით პრივატიზების თაობაზე წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
გიორგი კობიაშვილმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ნიუ გლდანს“ შორის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „ნიუ გლდანის“ გათავისუფლების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მან ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „თბილისის საოჯახო მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გასატარებელი რიგი ღონისძიებების და ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ქართლიენერჯის შორის 2025 წლის 19 თებერვალს გაფორმებულ №ე-806-1-30669 „პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მოწონებისა და შპს „ქართლიენერჯის“მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ისაუბრა.
გიორგი კობიაშვილმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „თბილისის საოჯახო მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გასატარებელი ღონისძიებებისა და ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ქართლიენერჯის შორის გაფორმებულ „პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მოწონებისა და შპს „ქართლიენერჯის“ მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.