თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ააიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ცენტრი „ლილოს“ მიერ 2015 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე ააიპ „ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლის“ მიერ 2016 წელში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისა და ააიპ „სამეფო უბნის თეატრის“ მიერ 2015 და 2016 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნები განიხილეს.
დღესვე სხდომაზე ააიპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ - ს მიერ 2015 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის და საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნებზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვა შედგა.
კომისიის წევრებმა ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2016 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში მოისმინეს.