თბილისის საკრებულოში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“, მიერ მომზადებული სპექტაკლ „ჰელადოსის“ პრემიერა გაიმართა.
ღონისძიება საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით მოეწყო.
სპექტაკლის პრემიერის პარალელურად დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის, ასოციაცია „ანიკას“, სიღნაღის თემის „ქედელის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, თქმით, შშმ პირთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალია.
„ხელოვნების გზით ინტეგრაცია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების დაჩქარების პროცესის საუკეთესო საშუალებაა. შშმ პირთა კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა კი ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „აზდაკის ბაღს“ ვულოცავ წარმატებულ პრემიერას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა წამოწყებასა და აქტივობას, რომლებიც შშმ პირთა კეთილდღეობას ემსახურება", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერიის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023