თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, შვედური ორგანიზაციის „გლადა ჰუდიკ თეატრისა" და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლებიც შვედეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული შეხვედრა ზურაბ ჩიკვილაძემ გახსნა და სტუმრებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დედაქალაქის მასშტაბით მოქმედი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სამუშაო შეხვედრაზე შშმ პირებთან დაკავშირებით შვედეთში არსებული გამოცდილების გაზიარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ამ მიმართულებით სტოკჰოლმის და სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პოლიტიკა, ხედვა, საქმიანობა, სერვისები, სოციალური სამსახურის და დღის ცენტრების მუშაობის სპეციფიკა იყო განხილული. აღნიშნული სასწავლო ვიზიტი პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში ქალაქ ჰუდიკსვალის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, ქართულ დელეგაციას შვედური ინსტიტუტი მასპინძლობდა.
სამუშაო შეხვედრაზე „გლადა ჰუდიკ თეატრის“ წარმომადგენლებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით 2020 წლიდან საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ორგანიზაცია ახლაც გამოხატავს მზაობას და სურვილს შვედური გამოცდილება და განვლილი გზა საქართველოს გაუზიაროს. სტუმრებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვასა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში შშმ პირთა მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული და მოქმედი მუნიციპალური პროგრამები. ჩვენი მთავარი გზავნილია - სხვადასხვა საჭიროების მქონე არცერთი პირი სერვისებს მიღმა! შშმ პირებზე ზრუნვის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ამ მიმართულებით უცხოეთის გამოცდილების გაზიარება, კონკრეტულ შემთხვევაში, შვედეთში არსებული სერვისების ქართულ რეალობას მისადაგება და სიახლეების დანერგვა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაზრდის კიდევ ერთი წინაპირობაა", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023