დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ. მათ კლინიკის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს, და კლინიკის სამედიცინო პერსონალს ექიმების საერთაშორისო დღე მიულოცეს და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„დღეს იმ სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული დღეა, რომელთა პროფესიონალიზმზეც დიდწილად არის დამოკიდებული ყოველი ჩვენგანის ჯანმრთელობა და რიგ შემთხვევაში სიცოცხლეც. ფასდაუდებელია მათი შრომა, ღვაწლი, თავდადება, რადგან ისინი ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. ვულოცავ ყველა ექიმს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, კი პანდემიის დროს ლევან რატიანისა და მისი გუნდის თავდადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექიმების ღვაწლის დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია.
„დღეს მთელ მსოფლიოში ექიმთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღსანიშნავია ის თავდადებული შრომა, რომელსაც ჯანდაცვის რგოლის თითოეული თანამშრომელი ეწევა. ახლო წარსულში, პანდემიის პერიოდში, ლევან რატიანმა თავის გუნდთან ერთად არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მადლიერება მინდა გამოვხატო მათ და იმ სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობენ ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ექიმების ღვაწლის დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია. ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა დადებითად შეაფასა საქართველოში COVID-19-ის მართვა და უმაღლესი შეფასება მისცა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებას.
ექიმების საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება, მსოფლიოს ორი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციის - ჰუმანიტარული ასოციაციის „ექიმები საზღვრების გარეშე“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის - ინიციატივით დაარსდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023