თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მერიის 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური პროგრამების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა, კომისიის წევრებს ანგარიში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ციალა ჯელაძემ გააცნო.
მისი თქმით, გასულ წელს, ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების შესრულების მაჩვენებელი შემდეგნაირია: დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში, დაავადებათა ადრეული გამოვლენის საშუალებით ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს კვლევა 130 857 პირს ჩაუტარდა.
გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებით „ფინგოლიმოდი“ და „ოკრელიზუმაბი“ პაციენტების მედიკამენტოზურ მკურნალობა კი 111 პაციენტს დაუფინანსდა.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 1550 ბავშვს. ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით დაფინანსდა 238 პაციენტი.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში დაფინანსდა 163 ონკოჰემატოლოგიური და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტი, რომლებიც ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციას საჭიროებენ.
რაც შეეხება სოციალური დაცვის მიმართულებით მოქმედ პროგრამებს, 18 წლის ასაკის ზემოთ თბილისში მცხოვრები შშმ პირებისათვის 11 დღის ცენტრი დაფინანსდა 87 937ლარით. ელ-ენერგიის, დასუფთავების, წყლის კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში კი 53 484 ოჯახის სუბსიდირება განხორციელდა.
„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 13954 განცხადება. „ომის ვეტერანთა დახმარება“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებული თანხა მიიღო 130 პირმა. მიუსაფარ პირთა პროგრამით ისარგებლა 111-მა ბენეფიციარმა, ხოლო ალკოჰოლური თრობის ან სხვა პრობლემების მქონე 10 პირს გაეწია მომსახურება.
სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 1349 ბენეფიციარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფის ფარგლებში მომსახურება გაეწია 25 ბავშვს.
სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 593 ბენეფიციარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერით ახალშობილის შეძენისას, დახმარება გაეწია 832 ბავშვის ოჯახს. უძლურთათვის შინმოვლის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში დახმარება გაეწია 761 ბენეფიციარს“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 19 732 ბავშვს. მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 3 ბენეფიციარს, დაფინანსდა 3000 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების ფარგლებში ანაზღაურდა 2039 ვაუჩერი.
„100 წელს მიღწეულ 47 მოქალაქეს ჩაერიცხა 1000 ლარი. ხანდაზმულ მოქალაქეთა მატერიალური მხარდაჭერის ფარგლებში დახმარება გაეწია 47 პირს. სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და "მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში" არსებულ წრეებზე სწავლების ხელმისაწვდომობის ფარგლებში განხორციელდა 1854 ბავშვის სწავლების დაფინანსება. სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის "ხელოვნების სკოლებში" არსებულ წრეებზე სწავლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით ისარგებლა 2 558 ბავშვმა. სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის სპორტულ წრეებზე სწავლების პროგრამით დაფინანსდა 1515 ბავშვი.
სხვა და სხვა კატეგორიის მოსახლეობისათვის მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გაცემის ფარგლებში გაცემულია 54 667 ბარათი. თბილისში, სოციალურად დაუცველი ოჯახების, საპენსიო ასაკის პირთათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება და ხელმისაწვდომობის პროგრამით დაფინანსდა 21034 ბენეფიციარი. საპროექტო განაცხადის საფუძველზე გაცემული დაფინანსებებით დაფინანსდა 6 პროექტი.
თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება შეადგენს 954 155 ლარს. შშმ პირების კულტურულ-შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და სხვა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 101 პროექტი“,- ნათქვამია ანგარიშში.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023