თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მრავალშვილიანთა საკითხებზე მომუშავე საინიციატივო გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა, სოციალური სტატუსის არმქონე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დამატებითი შეღავათების შემოღების შესახებ ისაუბრეს.
ზურაბ ჩიკვილაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ საინიციატივო გუნდის წარმომადგენლებს ის პროგრამები გააცნეს, რომელთაც დედაქალაქის მერია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ახორციელებს. რაც შეეხება სოციალური სტატუსის არმქონე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას, როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, აუცილებელია დადგინდეს, თუ რამდენი ასეთი ოჯახია თბილისში რეგისტრირებული. ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ კიდევ რითი შეძლებს თბილისის მუნიციპალიტეტი მათ დახმარებას.
„თვითმმართველობების დონეზე არსებობს პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც მრავალშვილიანი ოჯახების სუბსიდირება ხდება. რაც შეეხება ინიციატივას, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ოჯახებმა დამატებითი შეღავათებით ისარგებლონ, ამისათვის, საწყის ეტაპზე აუცილებელია ასეთი ოჯახების რაოდენობის დაზუსტება. ამის შემდეგ კი სამუშაო ჯგუფებში უნდა განვიხილოთ, რა დამატებით შეღავათებს შესთავაზებს მათ თბილისის მერია“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია მრავალშვილიანთა საკითხებზე მომუშავე საინიციატივო გუნდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023