თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოც. მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის თაობაზე ისაუბრა.
როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული წესი ითვალისწინებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ასევე სხვადასხვა პროექტების დაფინანსების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
მისივე ინფორმაციით, წესის მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ - შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა.
,,წესის თანახმად, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები შესაძლეებლია იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე - შშმ პირი, რომელიც რეგისტრირებულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განცხადების წარდგენის მომენტისათვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში’’,-განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023