26 თებერვალი 2019
დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებთან ერთად, ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი“-ს 2018 წლის ანგარიში მოისმინა.
ანგარიში დეპუტატებს ცენტრის ხელმძღვანელმა ციცო დილებაშვილმა წარმოუდგინა.
ციცო დილებაშვილმა 2018 წლის მონაცემებით, გადამდებ, მათ შორის, მართვად დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებებზე, ბავშვთა სავალდებულო პროფკავშირებზე და აგრეთვე ეპიდჩვენებითი აცრების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
მანვე „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის“ მუშაობის სპეციფიკაზე, პრინციპებსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმების თაობაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინა.
პრეზენტაციის დასასრულს, დეპუტატებმა ცენტრის ხელმძღვანელს თავიანთი ხედვები და ინიციატივები გააცნეს და შემდგომი თანამშრომლობის გზები დასახეს.