თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის განცხადებით, ცვლილებები შედის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“.
პროექტი კომისიას მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები შეთანხმებულია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
კერძოდ, ახალი წესით, მოსარგებლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაიყოფიან. თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში 2-7 წლის ასაკის მოსარგებლეებისათვის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიები უნდა შეადგენდეს მინიმუმ 14 სეანსს, 8-12 წლის ასაკის მოსარგებლეებისათვის - მინიმუმ 12 სეანსს, 13-15 წლის ასაკის მოსარგებლეებისათვის - მინიმუმ 10 სეანსს.
ცვლილებების მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისათვის მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილება 3 წლიდან შემცირდება 1 წლამდე, იმისათვის, რომ ახალ დაწესებულებებს მალევე მიეცეს პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა. როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, ამჟამად თბილისში „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ 7 დაწესებულება მუშაობს. ამასთან, მისივე თქმით, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად დაწესებულება ვალდებული იქნება ჰყავდეს სულ მცირე, ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), რომელსაც აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო სერთიფიკატი (BCaBA, BCBA).
ახალი წესით, იმისათვის, რომ პირი გახდეს პროგრამის მოსარგებლე, მიზანშეწონილია, თბილისში რეგისტრირებული იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მომართვამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად.
ცვლილებების მიხედვით, ნაცვლად მერიისათვის მომართვისა, დაინტერესებული პირი მიმართავს იმ დაწესებულებას, რომელშიც სურს მომსახურების მიღება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოცილურ საკითხთა კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდიაცია მისცეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023