თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სხივური მედიცინის ცენტრის ,,Liv Hospital’’ ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველად საქართველოში, ახალ მაღალტექნოლოგიურ დაწესებულებაში, ერთ სივრცეში, შესაძლებელი იქნება სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის სრული სერვისების მიღება.
ახალ კლინიკაში პაციენტების მკურნალობის კურსს, ქართველ ექიმებთან ერთად, თურქული კლინიკის ,,Liv Hospital’’ სამედიცინო ჯგუფი წარმართავს.
ღონისძიებას სამედიცინო წრის წარმომდგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.