დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას. როგორც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანითაა განპირობებული.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამორიცხვის საფუძვლები ერთ პუნქტში იყო გაერთიანებული, ხოლო წარმოდგენილი პროექტით კი, ცალ-ცაკე ქვეპუნქტებად ჩამოყალიბდა.
სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, დაკონკრეტდა შემოსავლის ოდენობა და არსებულ პირობებს დაემატა ისეთი შემოსავალი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის თანხის ერთობლიობას არ აღემატება.
როგორც სხდომის დასასრულს ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილების განხორციელება დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023